ბავშვებს სნოუბორდის და თხილამურების სწავლება გუდაურში | bavshvebs snoubordis stsavleba

ბავშვთა თხილამურის და სნოუბორდის სკოლა

სამთო-სათხილამურო სპორტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა ბავშვებისთვის დახარჯონ უსაზღვრო ენერგია და მაქსიმალურად გამოიყენონ დრო მთაში, ხოლო მშობლებისთვის ეს არის შესაძლებლობა ისიამოვნონ ტრასებით ან უბრალოდ დაისვენონ, იმ დროს როდესაც მათი შვილები ეუფლებიან ახალ უნარჩვევებს და ეცნობიან სათხილამურო ტრასებს, მხიარულ, მეგობრულ და რაც მთავარია უსაფრთხო გარემოში.

Ski Gudauri Ski Snowboard school and rental shop in Gudauri

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე

  • ჩვენს ყველა ჯგუფს ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური ინსტრუქტორები, რომლებიც მომზადებულნი არიან სპეციალურად ბავშვებთან სამუშაოდ
  • ჩვენს სკოლას აქვს სპეციალური საიდენტიფიკაციო მაისურები ბავშვებისთვის, რათა ისინი ადვილად ამოსაცნობები იყვნენ ფერდობზე
  • თქვენი ბავშვის უსაფრთხოება ჩვენი ინსტრუქტორების მთავარი პრიორიტეტია - ყველა გადაწყვეტილება მიიღება რისკის შესამცირებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • გაკვეთილების დროს ყველა ბავშვი ატარებს ჩაფხუტს
  • მცირე ჯგუფები - არაუმეტეს 6 ბავშვი თითო ინსტრუქტორზე

ინფორმაცია, ფასები და დაჯავშნა

  • თხილამურის დილის გაკვეთილები

    3-საათიანი ჯგუფური გაკვეთილები, მიმდინარეობს დილის 10 საათიდან შუადღის 1 საათამდე. დილის ჯგუფურ გაკვეთილებზე დაიშვებიან ბავშვები მხოლოდ 5 წლის ასაკიდან. შესაძლებელია 3, 4, 5 ან 6 სესიის არჩევა. ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატება 6 ბავშვს. მოსწავლეები ჯგუფში ნაწილდებიან მათი უნარის და ასაკის მიხედვით. გაკვეთილები და სწავლის სტილი შემუშავებულია ინდივიდუალურად ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩვენი, მომთმენი და პროფესიონალი ინსტრუქტორები დაეხმარებიან თქვენს შვილებს სრიალის საფუძვლების შესწავლაში, მშვიდ, დაცულ და მხიარულ გარემოში.
    3 და 4 წლის ბავშვებისთვის, ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ სათხილამურო გაკვეთილებს.

    10am - 1pm

    დაჯავშნა
  • Full Day Ski Camp (with Lunch)

    Join our Full Day Ski Group lessons for children in Gudauri! Groups run from 10am to 4pm with an hour break for lunch, exclusively for children over 8 years old. 

    Whatever your child’s ski experience, our world-class instructors are ready to build their skills and confidence. This fun-filled, fast-paced day is for any child who wants to conquer the mountain, with challenges built for all levels. Book ahead to get your spot!

    A choice of 3, 4, 5, or 6 sessions is available.

    10am-4pm

    დაჯავშნა
    Full Day Groups Ski Lessons for Kids in Gudauri

გამოიწერე სიახლეები

ბავშვთა სათხილამურო და სნოუბორდ სკოლის ხშირად დასმული კითხვები

  • მინიმალური ასაკი დილის ჯგუფური სათხილამურო გაკვეთილებისთვის არის 5 წელი, ხოლო სათხილამურო ბანაკისთვის 8 წელი. თხილამურებით სრიალი სახალისოა, თუმცა 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს ფიზიკურად და გონებრივად რთული, ამიტომ მათთვის ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ სათხილამურო გაკვეთილებს , რათა მათ ქონდეთ მეტი ყურადღება და ზრუნვა, ის რაც სჭირდებათ სწავლის დროს.

    მინიმალური ასაკი დილის ჯგუფური სნოუბორდის გაკვეთილებისთვის არის 7 წელი. 5 და 6 წლის ბავშვებისთვის გთავაზობთ ინდივიდუალურ სნოუბორდის გაკვეთილებს , რათა მათ ქონდეთ მეტი ყურადღება და ზრუნვა. როგორც წესი თხილამურით სრიალის სწავლა პატარა ბავშვებისთვის უფრო მარტივია, ვიდრე სნოუბორდი, ამიტომ თხილამურით სრიალის შესწავლა იწყება უფრო პატარა ასაკიდან.

  • უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველსაყოფად, ჯგუფურ სათხილამურო/სნოუბორდის გაკვეთილებზე მაქსიმუმ 6 მოსწავლე დაიშვება.
  • გაკვეთილები, მხოლოდ 1 მონაწილით, ჩატარდება შემცირებული დროით, 1,5 საათი (3 საათის ნაცვლად) და 3 საათი (6 საათის ნაცვლად) ლანჩის გარეშე. ჯგუფები 3 ან მეტი მონაწილით იმუშავებენ მთელი ხანგრძლივობით.
  • მონაწილეები შეხვედრის ადგილზე 9:40 საათზე უნდა გამოცხადდნენ. დილის გაკვეთილები იწყება 10:00-ზე, გაკვეთილის ხანგრძლივობა - 3სთ (საჭიროების შემთხვევაში მცირე შესვენებით). გთხოვთ თქვენს შვილებს გამოატანოთ საჭმელი წახემსებისთვის, რადგან ზამთრის სპორტი თოვლში არის დამღლელი, მათ ჭირდებათ ენერგიის აღდგენა. ბავშვების წასაყვანად გამოცხადდით 13:00-ზე, შეხვედრის იმავე ადგილზე.

    სათხილამურო ბანაკის გაკვეთილები იწყება 10:00-ზე, გაკვეთილის ხანგრძლივობა 6სთ, ლანჩის შესვენებით (საჭიროების შემთხვევაში, მცირე დილისა და საღამოს შესვენებები). გთხოვთ თქვენს შვილებს გამოატანოთ საჭმელი წახემსებისთვის. ბავშვების წასაყვანად გამოცხადდით 16:00-ზე, შეხვედრის იმავე ადგილზე.

    ჩვენი, მომთმენი და პროფესიონალი ინსტრუქტორები დაეხმარებიან თქვენს შვილებს სრიალის საფუძვლების შესწავლაში. გაკვეთილები მორგებულია ბავშვების საჭიროებებზე და ადაპტირებულია მათი შესაძლებლობების მიხედვით. არცერთი გაკვეთილი არ არის იგივე, ყოველი დღე იქნება ახალი და საინტერესო გამოწვევა, რათა ბავშვებმა გააუმჯობესონ თავიანთი უნარები და შეისწავლონ ახალი უნარჩვევები მშვიდ, დაცულ და მხიარულ გარემოში.

  • გთხოვთ, შეამოწმოთ ჩვენი Level Finderთქვენი შვილის დონის შესაფასებლად. ჩვენ გვესმის, რომ შესაძლებლობების/დონის შეფასება ძნელია არაპროფესიონალებისთვის, თუმცა გთხოვთ ნუ შევაფასებთ ბავშვების შესაძლებლობლებს გადამეტებულად, რადგან ამან შეიძლება დაწიოს მათი თავდაჯერებულობა.
  • ბავშვები ჯგუფში ნაწილდებიან მათი შესაძლებლობების და ასაკის მიხედვით. ჯგუფში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატება 6 მოსწავლეს. პირველი გაკვეთილის დასაწყისში, ჩვენი ინსტრუქტორები შეაფასებენ მოსწავლეების შესაძლებლობებს და უნარებს, რათა ყველა ბავშვი მოხვდეს შესაფერის ჯგუფში. ყველა მოსწავლე ითვისებს ახალ უნარებს სხვადასხვა ტემპით, ამიტომ დროდადრო მოხდება ჯგუფში მოსწავლეების შეცვლა, რათა დავრწმუდეთ რომ თქვენი შვილი არის სწორ დონზე.
  • ჯგუფი იყოფა მოსწავლეების შესაძლებლობების და დონის მიხედვით, ასე რომ თუ მოსწავლეები არიან ერთიდაიმავე დონეზე, მაშინ ჩვენ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ისინი მოხვდნენ ერთ ჯგუფში. თუ მათი დონე განსხვავებულია, ისინი მოხვდებიან სხვადასხვა ჯგუფში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური პროგრესი.
  • დიახ, 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს სჭირდებათ საბაგიროს ბილეთები. საბაგიროს ბილეთები არ შედის გაკვეთილის საფასურში, გთხოვთ შეიძინოთ ბილეთები წინასწარ, გაკვეთილების დაწყებამდე.
  • სქი გუდაურს აქვს 4 გაქირავება, სადაც შეგიძლიათ ყველა თქვენთვის საჭირო აღჭურვილობის მიღება. აღჭურვილობის გაკვეთილებთან ერთად შეძენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დიდი ფასდაკლებით. გაითვალისწინეთ, რომ აღჭურვილობის მორგებას სჭირდება დრო. შესარჩევად გთხოვთ მობრძანდეთ გავკეთილის დაწყებამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე. აღჭურვილობის შერჩევა შეგიძლიათ ასევე წინა საღამოს.
  • თქვენი ბავშვის უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი ინსტრუქტორები სპეციალურად არიან მომზადებულნი, რათა უზრუნველყონ თქვენი ბავშვების მაქსიმალური უსაფრთხოება სწავლის დროს. გაკვეთილების დროს ყველა ბავშვი ატარებს ჩაფხუტს და სპეციალურ საიდენტიფიკაციო მაისურებს, რათა ისინი ადვილად ამოსაცნობები იყვნენ ფერდობზე. ჩვენი ინსტრუქტორები ასწავლიან თქვენს შვილებს უსაფრთხო სრიალს, სწავლის მეთოდი სპეციალურად არის შერჩეული მოსწავლეების შესაძლებლობების მიხედვით.
  • მთაში ამინდი ცვალებადია, მთის მწვერვალზე შუა ზამთარში ტემპერატურა შეიძლება იყოს - 20 გრადუსზე დაბალი, ხოლო გაზაფხულზე ტემპერატურამ შეიძლება +20 გრადუსს მიაღწიოს. ამიტომ გირჩევთ ყოველ დილით გადაამოწმოთ ამინდის პროგნოზი და ამის მიხედვით ჩააცვათ ბავშვებს. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, აუცილებელია წყალგაუმტარი ქურთუკი და შარვალი, წყალგაუმტარი ხელთათმანი, მზის სათვალე და მზისგან დამცავი საშუალება. თხილამურის/სნოუბორდის ფეხსაცმლისთვის, საჭიროა მაღალი სათხილამურო წინდები, რომელიც უზრუნველყოფს მეტ კომფორტს და დაცვას. ასევე ჩაფხუტი რომელიც აუცილებელია 17 წლამდე ყველა ბავშვისთვის.
  • ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ მოსწავლეების უსაფრთხოება და თხილამურებით სრიალის გაუმჯობესება/შესწავლა, ჩვენ გვსურს მივცეთ მათ დასამახსოვრებელი მოგონებები, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს. მათი მიღწევების და პროგრესის საჩვენებლად, ყველა მონაწილე კურსის ბოლოს მიიღებს სერთიფიკატს და სამკერდე ნიშანს.
  • გაკვეთილების საფასური არ ბრუნდება ამინდის მიზეზის გამო, ასევე თუ ბავშვს არ სურს გაკვეთილზე დასწრება ან თავს ცუდათ გრძნობს. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გადახედოთ სქი გუდაურის წესებს და პირობებს.