Ski Gudauri

გსურთ მხიარულად გაატაროთ ზამთრის არდადაგები? მაშინ გვეწვიეთ SKI GUDAURI ში!

ჩვენი ინსტრუქტორები მთელი დღით მხოლოდ თქვენთვის!

თუკი ოცნებობთ სამთო-სათხილამურო ფერდობების დაპყრობაზე და ხართ ახალი შეგრძნებებისთვის მზად, მაშინ ნუ დაკარგავთ დროს SKI GUDAURI არის ადგილი სადაც თქვენს ოცნებას რელაობად აქცევენ!!!

ჩვენი სკოლა დაარსდა 2013 წელს გუდაურელი მოთხილამურე ალექსი ბენიაიძისა და იტალიელი მწვრთნელის ჯოვანი ლაზარინის მიერ,რომლებიც საქართველოს წარმოადგენდნენ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სოჭში და ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე და თასებზე სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობაში.

Ski gudauri როგორც უდიდესი სამთო-სათხილამურო სკოლა საქართველოში გთავაზობთ კვალიფიცირებული ინსტრუქტორების მომსახურებას როგორც თხილამურზე ასევე სნოუბორდზე სრიალში, შეგიძლიათ აირჩიოთ ინდივიდუალური ან ჯგუფური გაკვეთილები,ხოლო პატარებისთვის გთავაზობთ ჯგუფურ მომზადებას ბავშვთა სათხილამურო სკოლაში.

Ski Gudaur-ს ყავს 15 ზე მეტი ინსტრუქტორი რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან იტალია,საფრანგეთი,რუსეთი,უკრაინა და საქართველოში.აგრეთვე საუბრობენ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველა ენაზე!!