ბავშვთა სკოლა

სამთო-სათხილამურო სპორტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა ბავშვებისთვის დახარჯონ თავისი უსაზღვრო ენერგია, ხოლო მშობლებისთვის ეს არის შესაძლებლობა ისიამოვნონ ტრასებით ან უბრალოდ დაისვენონ იმ დროს, როდესაც მათი შვილი სწავლობს სრიალის „საფუძვლებს“ და ეცნობა სათხილამურო ფერდობებს.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბავშვებისთვის ბევრად უფრო საინტერესოა კოლექტივში განვითარება, ამიტომაც სამთო-სათხილამურო სკოლა (ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჯგუფური გაკვეთილები) თქვენი ბავშვებისთვის – არის ზუსტად ის, რასაც თქვენ ეძებდით!

ამჟამად გუდაური განიცდის ნამდვილ ტურისტულ „ბუმს“ და ჩვენთან ჩამოდიან მოთხილამურეები მსოფლიოს ყველა კუთხიდან – კანადიდან ავსტრალიამდე. ამიტომ, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ თქვენს შვილს ექნება გაკვეთილები ერთ ჯგუფში უცხოელ თანატოლებთან ერთად, და ეს საუკეთესო შესაძლებლობაა არა მხოლოდ თხილამურებზე სრიალი ისწავლოს, არამედ  ახალი მეგობრები გაიჩინოს და  ინგლისურ ენაშიც ივარჯიშოს.

ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე, ამიტომ:

  • ყველა ჩვენს ინსტრუქტორს აქვს სერტიფიკატი – ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან, რომლებსაც ეჭვის გარეშე შეგიძლიათ ანდოთ თქვენი შვილი.
  • ჩვენთან ბავშვთა ჯგუფებში გაკვეთილების ჩასატარებლად დაიშვება მხოლოდ სამუშაო გამოცდილების მქონე ინსტრუქტორები.
  • ბავშვთა ჯგუფებთან მომუშავე ყველა ინსტრუქტორი სეზონის დაწყებამდე გადის სავალდებულო მომზადებას.
  • ყველა ბავშვს უფასოდ ურიგდება ჩაფხუტები.
  • ჩვენს სკოლას აქვს სპეციალური საიდენტიფიკაციო მაისურები ბავშვებისთვის, რათა ისინი ადვილად ამოსაცნობები იყვნენ ფერდობზე.
  • ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია – ერთ ინსტრუქტორზე არაუმეტეს 6 ბავშვისა.
  • ჯგუფურ გაკვეთილებზე დაიშვებიან ბავშვები მხოლოდ 6 წლის ასაკიდან.

 

განრიგი, ღირებულება და დაჯავშნა

დილის გაკვეთილები ტარდება 10:00-დან 12:30-მდე (2,5 საათი). 1 გაკვეთილის ღირებულება 40 ლარი.

საღამოს გაკვეთილები ტარდება 14:00-დან 16:00-მდე (2 საათი). 1 გაკვეთილის ღირებულება 35 ლარი.

აღჭურვილობის დაქირავება არ შედის გაკვეთილების ღირებულებაში (იხილეთ გამყოფიება „გაქირავება“)

ჯგუფების შედგენა:

ჯგუფები დგინდება ბავშვების ასაკის და სრიალის დონის გათვალისწინებით. თარიღები